საფრანგეთში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევათა რაოდენობამ 16-ს მიაღწია

საფრანგეთში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევათა რაოდენობამ 16-ს მიაღწია

1834688
საფრანგეთში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევათა რაოდენობამ 16-ს მიაღწია

საფრანგეთში „მაიმუნის ყვავილის“ (monkeypox) შემთხვევათა რაოდენობამ 16-ს მიაღწია.

ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს (HAS) მიერ გაზიარებული უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 12 ილ-დე-ფრანსის რეგიონში, სადაც დედაქალაქი პარიზი მდებარეობს.

„მაიმუნის ყვავილი“, რომელიც ცნობილია როგორც ენდემური ვირუსით გამოწვეული ერთ-ერთი იშვიათი დაავადება, ორად, კონგოს და დასავლეთ აფრიკის სახეობებად იყოფა.

ცნობილია, რომ ვირუსის კონგოს შტამს სიკვდილიანობის რისკი 10 პროცენტამდე აქვს, ხოლო დასავლეთ აფრიკის შტამს ყოველი 2 შემთხვევიდან ერთში სიკვდილიანობის 1 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

ვირუსმა, რომელიც ძირითადად ცხოველიდან გადადის ადამიანზე და იშვიათად ადამიანიდან ადამიანზე, შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა, ქავილი და ბუშტუკები სხეულზე.


საკვანძო სიტყვები: #მაიმუნის ყვავილი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები