მაიმუნის ყვავილის ვირუსი აშშ-ს 7 შტატში დაფიქსირდა
მაიმუნის ყვავილის ვირუსი აშშ-ს 7 შტატში დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებული შტატების 7 შტატში მაიმუნის ყვავილის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა როშელ ვალენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსის 9 სხვადასხვა შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის 7 შტატში. მისივე თქმით, შემთხვევები დადგინდა ადგილობრივი ლაბორატორიებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ. გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით 7 შტატი, სადაც აღნიშნული ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში არის კალიფორნია, ფლორიდა, მასაჩუსეტსი, ნიუ-იორკი, იუტა, ვირჯინია და ვაშინგტონი.
მეორეს მხრივ, თეთრი სახლის გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისა და ბიოლოგიური თავდაცვის უფროსმა დირექტორმა, რაჯ პანჯაბიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ მასშტაბის მაიმუნის ყვავილის ეპიდემია აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა.