მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით პალესტინაში იმყოფება

მევლუთ ჩავუშოღლუ ხვალ იაირ ლაპიდს შეხვდება

1831624
მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით პალესტინაში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავყშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ჩასულ პალესტინაში, ქალაქ რამალას ეწვია. მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავი პალესტინაში ჩასვლამდე ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ჩაფრინდა სადაც მას, ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები დახვდნენ. აქედან რამალაში ჩასულ ჩავუშოღლუს თავისი პალესტინელი კოლეგა, რიად ალ-მალიკი დახვდა. რამალაში ჩასული მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთ-პალესტინის ერთობლივი კომიტეტის მეორე შეხვედრას დაესწრო.

ამის შემდეგ თურქი დიპლომატი, თურქის უნივერსიტეტებში განათლების მიმღებ პალესტინელ კურსდამთავრებულებს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუს პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბასიც მიიღებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ისრაელში დაბრუნდება სადაც თავის კოლეგა, იაირ ლაპიდის შეხვდება. ხვალ ასევე გაიმართება როგორც პირისპირი, ასევე დელეგაციებს შორის შეხვედრა, რომელზეც როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც განიხილება.



მსგავსი ინფორმაციები