იმრან ხანი მხარდამჭერებს მშვიდობიანი მსვლელობისკენ მოუწოდებს

მათი მოთხოვა ვადამდელი არჩევნებია

1830764
იმრან ხანი მხარდამჭერებს მშვიდობიანი მსვლელობისკენ მოუწოდებს

პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა მხარდამჭერებს, ვადამდელი არჩევნებისთვის ზეწოლის მიზნით 25 მაისს დედაქალაქ ისლამაბადში მშვიდობიანი მსვლელობისკენ მოუწოდა.  პაკისტანის სამართლიანობის მოძრაობის პარტიის (PTI)  ლიდერმა, იმრან ხანმა ქალაქ ფეშავარში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ისინი არ მიიღებენ  ახალ მთავრობას. იმრან ხანმა განაცხადა, რომ  მშვიდობიანი მარში  მათი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად იქნება გამართული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილს პაკისტანის პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შედეგად, იმრან ხანის მთავრობა 174 ხმით დაეცა.

ამ მოვლენების შემდეგ იმრან ხანმა განაცხადა, რომ მისი გადაყენების უკან, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები დგანან.

იმრან ხანის გადაყენების შემდეგ, პაკისტანის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური პარტიის „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის ძმა, შაჰბაზ შარიფი აირჩია.



მსგავსი ინფორმაციები