ჩაერევა თუ არა აშშ სამხედრო გზით ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში?

ჩაერევა თუ არა აშშ სამხედრო გზით ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში?

1830757
ჩაერევა თუ არა აშშ სამხედრო გზით ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდა. ბაიდენი, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ აზიურ ტურნეზე იმყოფება, სამხრეთ კორეის ვიზიტის შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აგრძელებს შეხვედრებს.

ჯო ბაიდენი, ტოკიოში ასევე დაესწრო, „იაპონია-აშშ-ს სამიტს“ სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აშშ-იაპონიის ალიანსი, ინდო-წყნარი ოკეანის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედია.

მეორეს მხრივ, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ.“

პრესკონფერენციის დროს ბაიდენმა, რუსეთის მხრიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიც შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთმა, უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის გრძელვადიანი საფასური უნდა გადაიხადოს“.



მსგავსი ინფორმაციები