შვედეთის ხელისუფლებაში ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყვიტა

შვედეთის ხელისუფლებაში მყოფმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყვიტა

1827321
შვედეთის ხელისუფლებაში ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყვიტა

შვედეთის ხელისუფლებაში მყოფმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყვიტა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის სხდომაზე ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყდა.

„15 მაისის პარტიის კრების გადაწყვეტილებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოში გაწევრიანებას“. - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ, თავისი პარტიის გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„დღეს, შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ნატო-ს თავდაცვის ალიანსში წევრობის განაცხადის მხარდაჭერით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში (24 თებერვალს) გააუარესა უსაფრთხოების მდგომარეობა შვედეთისა და მთლიანად ევროპისათვის". -აღნიშნა ენ ლინდემ.

განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების შვედეთის პარლამენტში განხილვის შემდეგ, შვედეთი და ფინეთი ერთობლივად არაუგვიანეს ოთხშაბათამდე, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხდს შეიტანენ.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #ფინეთი , #შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები