UNICEF: „ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა“

UNICEF: „ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა“

1826424
UNICEF: „ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა“

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო, ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოსთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ბავშვთა უფლებების კრიზისი შექმნა. მან, სკოლებზე განხორციელებულ თავდასხმებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებს განათლების უფლებები ჩამოერთვათ რა, ბოლო ერთ თვეში 100-მდე ბავშვი დაიღუპა.

იმავდროულად, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე რიჩარდ მილსმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში საშუალოდ 22 სკოლას ბომბავს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კი უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ უკრაინაში ბავშვებს ისტორიას სწორად არ ასწავლიან.

თავის მხრივ, გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცი რუსეთს, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და უკანონო შვილად აყვანაში ადანაშაულებს.

 


საკვანძო სიტყვები: #ბავშვები , #უკრაინა , #UNICEF

მსგავსი ინფორმაციები