ფინეთი ნატოს გაწევრიანებისთვის  მიმართავს

ფინეთი გზას გაუხსნის ალიანსის გაფართოებას და ნატოს გაწევრიანებისთვის  მიმართავს

1826134
ფინეთი ნატოს გაწევრიანებისთვის  მიმართავს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ფინეთი გზას გაუხსნის ალიანსის გაფართოებას და ნატოს გაწევრიანებისთვის  მიმართავს.

ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრის სანა მარინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებისთვის და რომ გადაწყვეტილების მისაღებად ნაბიჯები უახლოეს დღეებში გადაიდგმება.

განცხადების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რომელიც 24 თებერვლიდან მიმდინარეობს, ქვეყანა გზას გაუხსნის ალიანსის ზრდას და მიმართავს ნატოს გაწევრიანებისთვის.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას და მთელ თავდაცვის ალიანსს.

ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას შვედეთიც უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

რუსეთმა მანამდე გააკეთა გაფრთხილება, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ამ ქვეყნებისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის გარკვეული შედეგები მოჰყვებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 15 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „ამ ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რა გავლენას მოახდენს ასეთი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურაზე“.

"ნატოს წევრობა ვერ გააძლიერებს მათ ეროვნულ უსაფრთხოებას. დე ფაქტოდ ისინი ხდებიან ნატოს ფრონტის ხაზი". - თქვა ზახაროვამ.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ნატო , #ფინეთი

მსგავსი ინფორმაციები