უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

1822891
უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინაში სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაციაში, რომელიც გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებგვერდზე, ნათქვამია, რომ ქვეყანაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 3280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

განცხადების მიხედვით, დაშავებულია 3 ათას 451 ადამიანი და ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, მსხვერპლი უფრო მეტი იყოს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტების წერილობით განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება უკრაინაში დევნილების მზარდი რაოდენობის შესახებ.

გამოცხადდა, რომ დაახლოებით 12,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი 24 თებერვლის შემდეგ, მათგან 7,7 მილიონმა შეაფარა თავი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ადგილებში, ხოლო 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები, იმყოფებიან ტრავმის მდგომარეობაში და საჭიროებდნენ სასწრაფო დაცვას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.


საკვანძო სიტყვები: #სამოქალაქო , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები