ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

1822004
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. სამხრეთკორეულ სააგენტო Yonhap-ის მხრიდან, გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ამავე ინფორმაციით, ცდების პროცესი იაპონიის ზღვის მიმართულებით, ადგილობრივი დროით 12:03 საათზე, სუნანის რეგიონიდან ფხენიანის მახლობლად ჩატარდა.

მეორეს მხრივ, სააგენტო NHK, იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა იაპონიის ეროვნულ ექსკლუზიურ ზონის გარეთ ჩამოვარდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ შესაბამისი უწყებებიდან რეგიონში მყოფ გემებისა და თვითმფრინავების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეამ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე მე-14 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.



მსგავსი ინფორმაციები