ბაიდენი, უკრაინაში გასაგზავნი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მწარმოებელ ქარხანას ეწვია

ბაიდენი, უკრაინაში გასაგზავნი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მწარმოებელ ქარხანას ეწვია

1821909
ბაიდენი, უკრაინაში გასაგზავნი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მწარმოებელ ქარხანას ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინაში გასაგზავნი „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin-ის ქარხანას ეწვია, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, რუსეთ-უკრაინის ომში მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მრავალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გავაგზავნეთ უკრაინაში და გავაგზავნით კიდეც. ჩვენს მიერ გაგზავნილი იარაღი საშუალებას აძლევს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ახლა უკრაინაში დაბადებულ ბავშვებს სახელად „ჯაველინს“ არქმევენ. რუსეთმა უკრაინაში ბევრი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ახლა მსოფლიოში ავტოკრატებსა და დემოკრატიებს შორის დიდი ომია. თუ ახლა დიქტატორებს წინ არ აღუდგებით, ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაში მოსვლას და გაძლიერებას მთელი ისტორიის მანძილზე,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან ბოლოს ხსენებულ ქარხანაში მომუშავეებს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ ისინი, უკრაინას ომში გამარჯვებაში ეხმარებიან.



მსგავსი ინფორმაციები