ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 350 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა გამოყვანილია საომარი ტერიტორიებიდან

1821314
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 350 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა გამოყვანილია საომარი ტერიტორიებიდან ევაკუაციის დერეფნების მეშვეობით.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა: "ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი ელემენტია. ეს ძალიან რთულია. თუმცა, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ მოვახერხეთ 350 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა საომარი ტერიტორიებიდან".

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაცია რუსულ მხარესთან რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა და დაამატა, რომ იმედოვნებს ევაკუაციისთვის ყველა პირობა ხვალ შესრულდება და მარიუპოლიდან კვლავ განხორციელდება ხალხის ევაკუაცია.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ობიექტებზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცია, იქ ვითარება ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა, წყალი, საკვები და მედიკამენტები ამოიწურა და რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული ევაკუაციის ოპერაციის ფარგლებში პირველ ორ დღეში აზოვსტალის ფაბრიკაში მყოფი ასზე მეტი ქალი ბავშვი და მოხუცი იქნა ევაკუირებული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი იბრძოლებენ ქალაქში დარჩენილი ყველა ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქისთვის, განურჩევლად მარიუპოლის ირგვლივ არსებული სამხედრო სიტუაციისა და რომ მარიუპოლში ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებული ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

მეორეს მხრივ, გაერომ გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაწყებული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის უკრაინის სპიკერმა სავიანო აბრეუმ თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მრავალი ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია, რომლებიც მარიუპოლის აზოვსტალის დაწესებულებაში დაახლოებით 2 თვეა ჩარჩენილი არიან, გაეროსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით ზაპორიზკაში გრძელდება.

აბრეუმ განაცხადა, რომ ევაკუაცია 29 აპრილს დაიწყო და ევაკუირებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევენ.

მან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არ გაამჟღავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ამ დრომდე.

აბრეუს თქმით, გაერო გახსნის უსაფრთხო გადასასვლელ დერეფანს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ მარიუპოლის გარეთ კონფლიქტური ზონის დატოვება და რომ ისინი ამ საკითხზე დიალოგს აწარმოებენ ყველა მხარესთან.


საკვანძო სიტყვები: #ზელენსკი , #ომი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები