ძლიერი აფეთქება კიევში

ძლიერი აფეთქება კიევში

1820235
ძლიერი აფეთქება კიევში

უკრაინის დედაქალაქ კიევში შენობას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა დაიბომბა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული რაკეტა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მისივე განცხადებით, რაკეტა რუსეთის მხრიდან ანექსირებული ყირიმიდან იქნა ნასროლი.

მეორეს მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიევის მიმართულებით ბოლო სარაკეტო თავდასხმა, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის ვიზიტის დროს განხორციელდა.

კულებამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშზე განაცხადა: „მაშინ როდესაც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი სტუმრობდნენ ჩვენს დედაქალაქს, რუსეთმა დაარტყა კიევს კრუიზული რაკეტებით. რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ ამ საშინელი ბარბაროსობით“.


საკვანძო სიტყვები: #ძლიერი აფეთქება კიევში

მსგავსი ინფორმაციები