თურქეთი ეკვადორის გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთი ეკვადორის გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

1818879
თურქეთი ეკვადორის გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი ეკვადორის, გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას მთელი გულით დაუჭერენ მხარს. მევლუთ ჩავუშოღლუმ 26 აპრილს ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ვიზიტის ფარგლებში „Notadiplomatica“-სთავის სტატია დაწერა სათაურით, „თურქეთი და ეკვადორი: განსხვავებული გეოგრაფიით, საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით დაკავშირებული“, რომელშიც მინისტრი ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ამ ორ ქვეყანას მიუხედავად განსხვავებული გეოგრაფიისა, მრავალი საერთო და მსგავსება გააჩნია.

„თურქეთი გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია კაცობრიობისთვის არსებული პრობლემების ტვირთის შესამსუბუქებლად. ამ მიზნით, თურქეთი, თანამოაზრე ქვეყნებთან პარტნიორობით, ხელმძღვანელობს ინიციატივებს მრავალმხრივ ასპარეზზე, როგორიცაა ცივილიზაციათა ალიანსი და სხვა. სოციალური დახმარების პოლიტიკაზე, რომელიც თურქეთმა წამოიწყო ლათინური ამერიკისთვის, მიზნად ისახავს თურქეთსა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა გამოვავლინოთ დიდი თანამშრომლობის პოტენციალი. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში, სადაც გეოგრაფიას არ შეუძლია დაგვაშოროს. ის, რაც სოციალური დახმარების პოლიტიკად დაიწყო, ახლა გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული საყრდენი. სწორედ ამის ფარგლებში ვცდილობთ, ეკვადორთან საერთაშორისო პლატფორმებზე მჭიდრო თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ანკარა მთელი გულით დაუჭერს მხარს ეკვადორის, გაეროს უშიშროების საბჭოში უმოკლეს ხანაში გაწევრიანებას“, აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ Notadiplomatica“-სთავის დაწერილ სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები