ანტონიო გუტერეში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ანტონიო გუტერეში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

1815014
ანტონიო გუტერეში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთს, რომელმაც 24 თებერვალს უკრაინას ომი გამოუცხადა, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გუტერეშმა, გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, რათა მშვიდობიან მოსახლეობამ შესძლოს დატოვოს მოსალოდნელი თავდასხმების რეგიონები, ასევე მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მოხდეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამჟამად 12 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 15,7 მილიონამდე გაიზრდება რა, მან რუსეთს, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის (24 აპრილს) 4-დღიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მეორეს მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა მოისმინოს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მოწოდება „ომის დასრულების შესახებ“.



მსგავსი ინფორმაციები