რა საკითხები განიხილება ჩავუშოღლუს აშშ-ში ვიზიტის დროს?

რა საკითხები განიხილება ჩავუშოღლუს აშშ-ში ვიზიტის დროს?

1814413
რა საკითხები განიხილება ჩავუშოღლუს აშშ-ში ვიზიტის დროს?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვაშინგტონში ვიზიტისას ყოვლისმომცველად განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თავის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე შეაფასა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების ზოგიერთი თემა და მინისტრ ჩავუშოღლუს ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც მაისში შედგება. ნედ პრაისმა თქვა, რომ თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ბოლო დროს ბევრი დისკუსია გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.

ჩავუშოღლუს ვიზიტთან დაკავშირებით პრაისმა განაცხადა: „თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებაში უკრაინის წინააღმდეგ ომში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. ამიტომ, ეს საკითხი მთავრი განსახილველი თემა იქნება ჩავუშოღლუს ვიზიტის დროს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ნატოს ორ პარტნიორს, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები თურქულ მხარესთან მრავალფეროვან თემებზე“.

საკითხთან დაკავშირებით ადრე მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „18 მაისს გავმართავთ შეხვედრას ჩემს კოლეგასთან (აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან), რა დროსაც განვიხილავთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ პრობლემური სფეროების გადასაჭრელად და სად შეიძლება გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობა. გვინდა, რომ ეს მექანიზმი იყოს შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ გვინდა ორივე მხარემ გადადგას ნაბიჯები ამ კუთხით“.



მსგავსი ინფორმაციები