ვიტალი კლიჩკო: „რუსები ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ“

ვიტალი კლიჩკო: „რუსები ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ“

1812604
ვიტალი კლიჩკო: „რუსები ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ“

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც მის ქვეყანას ომი გამოუცხადა, უკრაინელი ხალხის ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქ კიევში „მარიუპოლის გმირების" სახელობის პარკი დაათვალიერა და გამწვანების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

კლიჩკომ აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აქ ადრე მოსკოვის და კიევის მეგობრობის სიმბოლური ქანდაკება იდგა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო.

„როგორ შეიძლება ვისაუბროთ მეგობრობაზე, როცა რუსეთი თავს გვესხმის, ეთნიკურად წმენდს უკრაინელ ხალხს, ანადგურებს უკრაინელ ხალხს და უკრაინულ ქალაქებს“? განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.



მსგავსი ინფორმაციები