საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

1810238
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გუშინ, საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელშიც 12 კანდიდატი იბრძოდა,  პრეზიდენტად არჩევისთვის ხმების შესაბამისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ასე, რომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მეორე ტურში გამოვლინდება. მეორე ტრში ერთმანეთს ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ხმათა 28,1 პროცენტი მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე კანდიდატმა  მარინ ლე პენმა კი 23,3 პროცენტი.

მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

არჩევნების პირველი ტურის ოფიციალურ შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლო 13 აპრილს გამოაცხადებს.

მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი კი პრეზიდენტის თანამდებობას 13 მაისამდე დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მაკრონი და ლე პენი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ყველაზე მეტი ხმის მიმღები ორი კანდიდატი გახლდათ რა, მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა ხმების 66,1 პროცენტი მიიღო და ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული.



მსგავსი ინფორმაციები