აქტუალური თემის ანალიზი 32-2022

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები სირიაზე

1809254
აქტუალური თემის ანალიზი 32-2022

აქტუალური თემის ანალიზი 32-2022              

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები სირიაზე

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ, უკრაინის მხრიდან  გაწეულმა წინააღმდეგობამ, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა,  რუსეთის სამხედრო მოქმედებების ეფექტურობა განხილვის საგანი გახადა. გარდა ამისა, დასავლური სამყაროს მკაცრმა სანქციებმა, მოსკოვის სამხედრო მანევრირების სივრცე კიდევ უფრო შემცირა. ასევე, მიმდინარეობს იმის განხილვა, გასცდება თუ არა დასავლეთი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და  უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას გაზრდის, რუსეთის შეკავების მიზნით.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი აშშ, ცდილობენ რუსეთთან დაძაბულობა გარკვეულ დონეზე შეინარჩუნონ, ითვლება, რომ რუსეთთან ბრძოლას შესაძლოა სხვა სფეროებზეც ჰქონდეს ასახვა. გათვალისწინებულია, რომ ამ ტერიტორიებიდან ერთ-ერთი შესაძლოა სირია იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სირიის ოპოზიცია იყენებს უკრაინა-რუსეთის ომს, რათა გააკრიტიკოს რუსეთი და აიძულოს დასავლური სახელმწიფოები, მიიღონ ზომები სირიაში, ჩანს, რომ დასავლელებს სირიის მიმართ ჯერ არ აქვთ სრული ყურადღება გადატანილი. მეორეს მხრივ, მიზანშეწონილი არ იქნება უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების გამოკვლევა სირიის ველზე.

ომის შედეგების გათვალისწინებით, ჩანს, რომ რუსეთის არმიამ სერიოზული სისუსტე გამოავლინა უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის მტკიცებით, 18 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი იქნა განეიტრალებული. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა 9 861 რუსი ჯარისკაცი და დაშავდა 16 153. ეს რიცხვები საკმაოდ მაღალია, შეერთებული შტატების მხრიდან ერაყისა და ავღანეთის ოკუპაციის (ოპერაციის) დროს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. გარდა ამისა, ჩანს, რომ რუსეთმა დაკარგა ათასობით სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავებიდან დაწყებული სახმელეთო მანქანებით დამთავრებული. ამ მიმართულებით შესაძლოა დაზარალდეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ექსპორტის კუთხით. ასევე სირიის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარებასაც შესაძლოა შეფერხება მოუვიდეს.

გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტების უმაღლესი წარმატება, განსაკუთრებით Bayraktar TB-2-ის (შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი), ნათლად აისახა სირიის სფეროში. 2020 წელში სირიაში ჩატარებულმა ოპერაციამ „გაზაფხულის ფარი“ აჩვენა თუ როგორი დიდი ზიანი მიაყენა თურქეთმა, სირიაში რეჟიმის ელემენტებს. ამ თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ Bayraktar TB-2-ი, ისევე როგორც TB-3, AKINCI A&B, და Hisar A+ და Hisar O+-ს  საჰაერო თავდაცვის სისტემები, თურქეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის წარმატებაზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ჭორები იმის შესახებ, რომ რუსეთს სირიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაჰყავს ვაგნერის შენაერთები, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ასადის მომხრეებიც იქნენ  უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანილი. რუსეთის მიერ უკრაინის ომში ასადის ძალების ჩართვამ შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ასადის რეჟიმისთვისაც. მაშინაც კი, თუ დასავლურმა სამყარომ გვერდზე გადადო ასადთან სამხედრო ბრძოლა. ის ფაქტი, რომ ასადის რეჟიმი და მისი ყოფნა საფრთხეს უქმნის დასავლური სამყაროს უსაფრთხოებას, შესაძლოა პროცესი შეცვალოს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა თურქეთს გადაეცა სირიაზე უკრაინის ომის შედეგების საფუძველზე. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი განვითარდა სამხედრო ტექნოლოგიაში და მისი გეოგრაფიული უპირატესობა მის სასარგებლოდ არის. როდესაც ყველა ეს კომპონენტი ერთიანდება, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის წინააღმდეგ თურქეთის ვაჭრობის ძალა გაიზარდა, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები