ბერლინში ომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ბერლინში ომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

1808952
ბერლინში ომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ათასობით ადამიანმა უკრაინის ომი გააპროტესტა. სხვადასხვა უკრაინული ჯგუფის მოწოდებით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ფედერალური ასამბლეის წინ, რათა გაეპროტესტებინათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ, 24 თებერვალს დაწყებული ომი. უკრაინის დროშებით გამოსული აქციის მონაწილეები, ატარებდნენ ბანერებს წარწერებით: „შეაჩერე ომი“, „დუმილი ძალადობაა“, „არა ფული მოსკოვისთვის“, „ემბარგო სიბრაზის ნაცვლად“ და „შეიყვანეთ უკრაინა ევროკავშირში“.

აქციაზე სიტყვით გამოსულები ასევე გერმანიისგან და სხვა ევროპის ქვეყნებისგან, რუსეთზე ემბარგოს დაწესებას და რუსეთთან გაზისა და ნავთობის ვაჭრობის შეჩერებას ითხოვდნენ.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა სახე წითელი საღებავით შეიღება და ხელები თეთრი ლენტით შეიკრა, რათა ყურადღება მიექცია უკრაინის მოვლენებზე.

მეორეს მხრივ, აქციის მონაწილეები მიწაზე დაწვნენ, რათა უკრაინაში დაღუპულთათვის პატივი მიეგოთ.



მსგავსი ინფორმაციები