პოლონეთი აშშ-დან ასეულობით M1A2 ტიპის ტანკს შეისყიდის

პოლონეთი აშშ-დან ასეულობით M1A2 ტიპის ტანკს შეისყიდის

1807922
პოლონეთი აშშ-დან ასეულობით M1A2 ტიპის ტანკს შეისყიდის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდა კონტრაქტი, რომლის ფარგლებში ისინი ამ ქვეყნიდან, 250 ერთეულ M1A2 (Abrams) ტანკს შეისყიდიან.

მინისტრმა ბლაშჩაკმა კონტრაქტს ხელი,  აშშ-ის ელჩთან ვარშავაში მარკ ბჟეზინსკისთან ერთად მოაწერა.  

ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის მინისტრმა განაცხადა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე პოლონეთ-ამერიკის თანამშრომლობის ისტორიაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდება ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა. პოლონეთის არმიის გაძლიერება შეაკავებს მტრის შესაძლო თავდასხმებს“.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #პოლონეთი , #ტანკი , #M1A2

მსგავსი ინფორმაციები