ზელენსკიმ სტამბოლის მოლაპარაკებები შეაფასა

"სიგნალებს, რომლებიც მივიღეთ მოლაპარაკებებიდან, შეიძლება დადებითი ვუწოდოთ“

1804288
ზელენსკიმ სტამბოლის მოლაპარაკებები შეაფასა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთ-უკრაინის ომის 34-ე დღესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მას პოზიტიურად მიაჩნია ეს მოლაპარაკებები. „სიგნალებს, რომლებიც მივიღეთ მოლაპარაკებების პლატფორმიდან, შეიძლება დადებითი ვუწოდოთ, თუმცა ეს სიგნალები ჯერ-ჯერობით ვერ აჩუმებს რუსულ იარაღს. ამიტომაც, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გარანტია დღეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა, ვინც თავდაცვის საქმეში მონაწილეობს“. - განაცხადა ზელენსკიმ და იქვე დასძინა, რომ ვერ ხედავს მიზეზს ენდოს იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვებს, რომელიც აგრძელებს უკრაინის განადგურებას.



მსგავსი ინფორმაციები