გუშინდელ შეიარაღებულ თავდასხმას ისრაელში 5 კაცი ემსხვერპლა

ეს არის ამ ბოლო ერთ კვირაში მე-3 სისხლიანი თავდასხმა

1804286
გუშინდელ შეიარაღებულ თავდასხმას ისრაელში 5 კაცი ემსხვერპლა

ისრაელის ქალაქ ბენი-ბრაკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენი-ბრაკის ქუჩაში ერთმა ტერორისტმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიანი მოქალაქეებს, რის შემდეგ იგი სხვა ქუჩაზე გადავიდა და იქაც გააგრძელა რა მომხვდურებისათვის სროლა, უსაფრთხოების ძალებმა შესძლეს აქ მისი განეიტრალება. ამავე განცხადებაში არ არის ინფორმაციები თავდამსხმელისა და დაღუპულების ვინაობების შესახებ. ამ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და აღნიშნა, რომ ეს არის ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მესამე თავდასხმა სამოქალაქო პირებზე: “ისრაელი არაბული ტერორიზმის სასიკვდილო ტალღის წინაშე დგას“, ხაზგასმით განაცხადა ბენეტმა და იქვე დაამატა, რომ ისინი გააგრძელებენ ტერორიზმთან ბრძოლას. "ჩემი გული იმ ოჯახებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ვლოცულობ დაშავებულების მალე გამოჯანმრთელებისთვის. უსაფრთხოების ძალები პოზიციებზე დგანან და მონდომებით ებრძვიან ტერორისტებს. ასე რომ მონდომება, ღონე და რკინის მუშტი ჩვენ აუცილებლად გაგვამარჯვინებს,“ აღნიშნა პრემიერმა

ამ თავდასხმის კვალდაკვალ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქალაქ ბენი-ბრაკში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ და პალესტინელი ტერორისტების შეღწევის აღკვეთის მიზნით, დასავლეთ სანაპიროზე დამატებით  ძალებს გააგზავნის.

22 მარტს, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბირუსებაზე დანით თავდასხმის შედეგად  4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 27 მარტის საღამოს, ორი თავდამსხმელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ქალაქ ჰადერაში 2 პოლიციელი დაიღუპა, 3 დაშავდა. ამ ბოლო თავდასხმაზე დაეშმა აიღო პასუხისმგებლობა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები