ზელენსკიმ დასავლეთს სანქიების გამკაცრება მოსთხოვა

ზელენსკიმ დასავლეთს სანქიების გამკაცრება მოსთხოვა

1803636
ზელენსკიმ დასავლეთს სანქიების გამკაცრება მოსთხოვა

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი  მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ისინი უნდა მოქმედებდნენ თავიანთი მიზნების შესაბამისად. “თუ სანქციები სუსტი ან არასაკმარისი იქნება, რუსეთის ადმინისტრაცია მოექცევა სახიფათო ილუზიაში, რომ მათ შეუძლიათ უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე ახლა აკეთებენ და ასეთ ილუზიას ათასობით უკრაინელის  სიცოცხლე შეეწირება“. - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ამ კვირაში მის საპრეზიდენტო ოფისში მუშაობას დაიწყებენ უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა გააანალიზონ, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რეალურად. მისივე თქმით,  ისინი არ მიიღებენ პასიურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან, პრევენციული სანქციების პაკეტი რომ არ განხორციელდა, სწორედ ამიტომ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. “ახლა რაღაც წრეებიდან არის მინიშნებები, რომ თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება, მაგალითად, ემბარგო დაწესდება რუსული ნავთობისა და გაზის ევროპაში მიწოდებაზე, სიტყვებს ვერ ვპოულობ სათქმელად, სადამდე მივიდა სიტუაცია, ე.ი. მოსკოვის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას უნდა ველოდოთ, რომ სანქციები გამკაცრდეს? რუსეთის არმიის მიერ ადრე გამოყენებული თეთრი ფოსფორის ბომბები, ანდა ქიმიური წარმოების ობიექტებსა და ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმები განა არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანქციების პაკეტები იყოს ეფექტური და საკმარისად სერიოზული“. - ხაზგასმით განაცხადა ზელენსკიმ. მანვე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპენის განთავისუფლებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ამით რუსულ არმიას კიევის რეგიონიდან უკან დაახევინა. "ჩვენი მხრიდან განთავისუფლებული ტერიტორიები ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, რადგან, ბრძოლები გრძელდება. რუსეთის არმია ჯერ კიდევ აკონტროლებს კიევის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილს და მათ აქვთ ამისთვის რესურსები როგორც სამხედრო ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის სახითაც. გარდა ამისა, რუსები ასევე ცდილობენ უკრაინაში შესული სამხედრო დანაკარგებისა და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენა-შევსებას" -  აღნიშნა ზელენსკიმ.



მსგავსი ინფორმაციები