ბაიდენი კრემლის განცხადებას გამოეხმაურა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კრემლის განცხადებას გამოეხმაურა

1803638
ბაიდენი კრემლის განცხადებას გამოეხმაურა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლის ბიუჯეტის  კონგრესში წარდგენასთან დაკავშირებით თეთრ სახლში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ უკან არ დაიხევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით ნათქვამ სიტყვებზე, “ეს კაცი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში“ და ამ საკითხზე არც ბოდიშს მოიხდის.  როგორც ცნობილია, პოლონეთში ვიზიტის დროსაც და შემდეგ თეთრ სახლშიც ბაიდენმა პუტინის მისამართით თქვა, რომ  “ეს კაცი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში“, რასაც მოსკოვიდან მკაცრი პასუხი მოჰყვა და მასში აღინიშნა, რომ ბაიდენის განცხადებები ღია მოწოდებაა რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ.“ კრემლის ამ განცხადებას თვით ბაიდენი გამოეხმაურა და თქვა: “მე ამ საკითხში უკან არ დავიხევ. ამ სიტყვებით მე, ვლადიმირ პუტინის ბარბაროსულ ქმედებებზე ჩემს პირად აღშფოთებას გამოვხატავდი და ეს განცხადება მე გავაკეთე უკრაინელ ოჯახებთან შეხვედრის კვალდაკვალ. აქ მე რეჟიმის შეცვლაზე არ მისაუბია, ამიტომაც არ ვაპირებ  ბოდიშის მოხდას ამ სიტყვებისთვის."

ბაიდენის თქმითვე, მას არ სჯერა, რომ მისი სიტყვები პუტინის შესახებ უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, თუმცა, თუ იგი აგრესიის გზას გააგრძელებს, მაშინ, მას გარიყავენ მსოფლიო საზოგადოებრიობისგან.

ჯო ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციას არ სურს რუსეთთან პირდაპირი ან ბირთვული ომის დაწყება. "მე გამოვხატე ჩემი გაბრაზება პუტინის საქციელის გამო. ჩემი სურვილი იყო მეთქვა, რომ ის არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, ე.ი. ამ ტიპის ადამიანებმა არ უნდა მართონ ქვეყნები, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ ისინი მართავენ ქვეყნებს." - აღნიშნა ბაიდენმა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ჯო ბაიდენი , #პრეზიდენტი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები