რუსეთს არ სურს აჩვენოს ზელენსკისთან ინტერვიუ

რუსეთს არ სურს აჩვენოს ზელენსკისთან ინტერვიუ

1802949
რუსეთს არ სურს აჩვენოს ზელენსკისთან ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა რუსეთის ოპოზიციის ჟურნალისტებს. რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) კი „უცხოურ აგენტებად“ შეფასებული მედიასაშუალებების მხრიდან ზელენსკისთან ჩაჭერილი ინტერვიუს გავრცელების წინააღმდეგია. როსკომნადზორმა რუსეთის მედიას მოსთხოვა, არ აჩვენონ ზელენსკისთან ინტერვიუ.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა და ზოგიერთმა მედიასაშუალების მთავარმა რედაქტორმა, რომლებიც რუსეთში „უცხოურ აგენტის“ სტატუსის გამო აკრძალული იყო, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ინტერვიუ ჩაწერეს.


საკვანძო სიტყვები: #ჩვენება , #ინტერვიუ , #ვიზიტი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები