ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები ნორვეგიაში გრძელდება

ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები ნორვეგიაში გრძელდება

1802967
ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები ნორვეგიაში გრძელდება

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (ნატო) ბოლო 30 წლის ყველაზე მასშტაბულ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო წვრთნებს რუსეთის მეზობელ ნორვეგიაში აგრძელებს.

წვრთნები, რომლის ოფიციალური სახელწოდებაც „Cold Response 2022“ გახლავთ,  მონაწილეობას 30 ათასზე მეტია სამხედრო. ნატოდან გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული წვრთნები ჯერ კიდევ 8 თვის წინ იყო დაგეგმილი. თუმცა, წვრთნები ყურადღებას იპყრობს იმით, რომ იგი ტარდება ნორვეგიაში, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და მასში ასევე მონაწილეობს ფინეთი, რომელიც არ არის ნატოს წევრი. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ  ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ბოლო 30 წლის განმავლობაში. წვრთნებში ასევე ჩართულია, 220 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 ხომალდი, რომელთაგან ორი ავიამზიდია. წვრთნები 14 მარტს დაიწყო და სავარაუდოდ 1 აპრილს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები: #Cold Response 2022 , #ნორვეგია , #წვრთნები , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები