ბორის ჯონსონმა ნატოსა და დიდი შვიდეულის შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ბორის ჯონსონმა ნატოსა და დიდი შვიდეულის შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

1801791
ბორის ჯონსონმა ნატოსა და დიდი შვიდეულის შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ნატოსა და დიდი შვიდეულის შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

პრემიერ-მინისტრს პრესის წარმომადგენლმა დაუსვა შემდეგი შეკითხვა: "თქვენ შეხვდით (პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ) ერდოღანს. თურქეთი და ინგლისი უკრაინის ახლო მეგობრები არიან. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ მიაწოდოთ უკრაინას მეტი იარაღი, მაგრამ არ ახსენეთ საჰაერო თავდაცვა. რა არის ეს იარაღი, რა სჭირდება უკრაინას?“. აღნიშნულ კითხვაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა: ”ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც თურქეთი ამჟამად ეწევა (უკრაინის მხარდასაჭერად) არის (Bayraktar) TB2-ები, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან ღირებულია. რაც დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც ნახეთ, არის ჩვენი საჰაერო თავდაცვა და ვეხმარებით უკრაინელებს იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყენონ ისინი“.

რუსეთის ჯარები უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.



მსგავსი ინფორმაციები