ზელენსკიმ განაცხადა, რომ “მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს“

ზელენსკიმ განაცხადა, რომ “მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს“

1800471
ზელენსკიმ განაცხადა, რომ “მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს“

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეოში, რომელიც ტელეგრამის არხზე გაავრცელა, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე და კონფლიქტური ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები მეტად "რთულ" და "საკამათო" ფორმატში გრძელდება. “მოლაპარაკებები ძალიან რთული და ზოგჯერ საკამათოა, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რათა ვაიძულოთ რუსეთი მშვიდობის დამყარებისა და სასტიკი ომის დასრულების საკიხში“. - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ  ამ კვირას დაგეგმილ ნატოს, G-7-ის და ევროკავშირის სამიტებზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტებს მიიღებენ. ზელენსკის თქმითვე, რუსული არმია გამუდმებით უტევს ქალაქ მარიუპოლს, სადაც ჯერ კიდევ დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანია დარჩენილი და ისინი ჰუმანიტარული დახმარების დერეფნებიდან ამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ, თუმცა, რუსული ძალები წინააღმდეგობას უწვენ ევაკუაციას, რადგან, ისინი ცეცხლს უხსნიან როგორც ჰუმანიტარული დახმარების კოლონას, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. ზელენსკიმ ბოლოს აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში მარიუპოლიდან დაახლოებით 7 ათასი მკვიდრის ევაკუაცია განხორციელდა და მას ისევ გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები