ვლადიმერ პუტინმა ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფასთან სატელეფონო საუბარი გამართა

ვლადიმერ პუტინმა ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფასთან სატელეფონო საუბარი გამართა

1796027
ვლადიმერ პუტინმა ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფასთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმერ უტინისა და ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფას შორის გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს რუსეთ-ბაჰრეინის თანამშრომლობა პოლიტიკურ, კომერციულ და ეკონომიკურ სფეროებში. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ხაზი გაესვა რუსეთსა და ბაჰრეინს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების ორმხრივ ტენდენციაზე. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა ისაუბრა რუსეთის პოზიციებზე და უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეები სამომავლო კონტაქტების გაგრძელების საკითხშიც შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები