გაერო: „უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 2,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი გადავიდა“
გაერო: „უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 2,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი გადავიდა“
რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 2 მილიონ 597 ათასზე მეტი ლტოლვილი გადავიდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა.
მათი განცხადების მიხედვით, 24 თებერვლიდან-11 მარტის პერიოდში, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 2 მილიონ 597 ათას 543 ლტოლვილი გადავიდა, რომელთაგან ნახევარზე მეტი პოლონეთში გაემგზავრა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დაწყებული სამხედრო ინტერვენციის დღიდან 11 მარტის მონაცემებით, პოლონეთში 1 მილიონ 575 ათასი, უნგრეთში 703, სლოვაკეთში 235 ათას 576,რუსეთში 185 ათას 673, მოლდოვაში 105 ათას 897, რუმინეთში 104 ათას 929, ბელარუსიაში 84 ათას 671, და 938 ათასი მოქალაქე გადავიდნენ სხვა ქვეყნებში.
ორგანიზაცია ასევე ავრცელებს გამაფრთხილებელ განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ თუ კრაინაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, 4 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება გაიქცეს ქვეყნიდან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.