იენს სტოლტენბერგი განცხადებას აკეთებს

იენს სტოლტენბერგი განცხადებას აკეთებს

1793313
იენს სტოლტენბერგი განცხადებას აკეთებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: „ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს არის ომის დანაშაული“.

ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა რუსეთი, ევროპაში მშვიდობის შეფერხებაში დაადანაშაულა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს საერთაშორისო კანონს და საერთაშორისო წესრიგს, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. სტოლტენბერგმა მოუწოდა პუტინს: „შეაჩერე ომი, გამოიყვანე ჯარები და დაუბრუნდი დიპლომატიას. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის ომის დანაშაული“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შემცველი განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს „უგუნური და საშიში“  მიდგომაა. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ სანამ რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატო შეინარჩუნებს ბირთვულ შეკავებას.



მსგავსი ინფორმაციები