ბორის ჯონსონ-ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ბორის ჯონსონ-ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1793207
ბორის ჯონსონ-ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა რა დროსაც ჯონსონმა პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარის დროს, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების გამო მოსკოვის მიმართ დაწესებული სანქციების და სამხედრო მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. ამავე ინფორმაციით, ჯონსონმა პირობა დადო, რომ რუსეთის შესაჩერებლად კიდევ უფრო გაამკაცრებენ სანქციებს. ჯონსონმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს, რუსი ჯარების მხრიდან ქალაქ მარიუპოლში, სამშობიარო სახლის და საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტიც განიხილეს და მკაცრად დაგმეს. საკითხთან დაკავშრებით პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია პუტინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგუნური უგულებელყოფისა.



მსგავსი ინფორმაციები