რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ბრესტმა უმასპინძლა
მხარეებმა მოლაპარაკებების გაგრძელების შეთანხმება მიიღეს

გუშინ, ბელორუსიის სასაზღვრო ქალაქ ბრესტში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი, ხოლო უკრაინის დელეგაციას, ამ ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე მიხაილ პოდოლიაკი. უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ინტენსიური კონსულტაციები პრობლემის გადაჭრის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარების დერეფნების საკითხშიც პოზიტიურ შედეგს მიაღწიეს.
რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და იმედი გამოთქვეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების დერეფნები 8 მარტს იმუშავებს.
როგორც ცნობილია, უკრაინის წინააღმდეგ ომის შესაჩერებლად რუსეთი გარკვეულ პირობებს აყენებს. მოსკოვს სურს, რომ უკრაინამ შეცვალოს კონსტიტუცია, ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, სცნოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობაც და არ გაწევრიანდეს რუსეთის საწინააღმდეგო არც ერთ ალიანსში.
კიევის ადმინისტრაციას კი სურს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეტაკებები დაუყოვნებლივ შეწყდეს, რუსმა ჯარისკაცებმა მთლიანად დატოვონ უკრაინული მიწები, მათ შორის ყირიმი და დონბასი, ხოლო ამის პარალელურად შეწყვიტონ ულტიმატუმის ენით ლაპარაკი.
მსგავსი ინფორმაციები

განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით
განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით