უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი გადავიდა
უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი გადავიდა
1790535
რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი გადავიდა. ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს კომისარმა, ფილიპო გრანდიმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.
„ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, განაცხადა ფილიპო გრანდიმ.
მისივე განცხადებით, რომ 18-23 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან 96 ათასი ადამიანი რუსეთში შევიდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) საკითხთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, შესაძლოა 4 მილიონამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვოს ქვეყანა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.