უკრაინა: „რუსულმა მხარემ 9 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა“

უკრაინა: „რუსულმა მხარემ 9 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა“

1789698
უკრაინა: „რუსულმა მხარემ 9 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში 9 166 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.

ამავე ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა მტრის 251 ტანკი, 939 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 50 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემა, 33 თვითმფრინავი, 37 - ვერტმფრენი, 404 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 2 კატერი, 60 საწვავის რეზერვუარი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები