მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის და პუტინს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის

1789333
მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის და პუტინს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ელისეის სასახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონს ჰქონდა სატელეფონო საუბარი პუტინთან, რომელიც 1,5 საათს გაგრძელდა. ეს იყო მესამე სატელეფონო საუბარი მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები დაიწყო.

ელისეის სასახლემ ასევე განაცხადა, რომ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთი "მიესალმება" უკრაინაში ომის დასრულებისთვის საფრანგეთის ძალისხმევას.

შგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმა 24 თებერვალს დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები