რა სახის ზიანი მიაყენა უკრაინამ რუსეთს?

რა სახის ზიანი მიაყენა უკრაინამ რუსეთს?

1785667
რა სახის ზიანი მიაყენა უკრაინამ რუსეთს?

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის კუთვნილი 516 ჯავშანმანქანის, 7 შვეულმფრენის, 10 თვითმფრინავის, 2800-ზე მეტი ჯარისკაცის, დაახლოებით 80 ტანკის და 20 საკრუიზო რაკეტის განადგურება შესძლეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მყოფ გემზე, რომელიც ლად პივდენიის ნავთობტერმინალში 12 მილის დაშორებით საწვავს ივსებდა, რუსული გემის მხრიდან ცეცხლი იქნა გახსნილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გუშინ დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მიყენება , #ზარალი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები