ავიაკატასტროფა ჰავაის შტატში
არის მსხვერპლი
1783509

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტისთვის მომუშავე კონტრაქტორი კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენის ჰავაის შტატში ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრაქტორი კომპანიის კუთვნილი Sikorsky S-61N მოდელის ვერტმფრენი ჰავაის შტატის კუნძულ კაუაიზე ჩამოვარდა. ამავე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერტმფრენში მყოფი ოთხი პირი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.