მიხეილ ბოგდანოვი: „სირიაში რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ჩინოვნიკებს კარგი ურთიერთობა აქვთ“

მიხეილ ბოგდანოვი: „სირიაში რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ჩინოვნიკებს კარგი ურთიერთობა აქვთ“

1782266
მიხეილ ბოგდანოვი: „სირიაში რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ჩინოვნიკებს კარგი ურთიერთობა აქვთ“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ სირიაში, რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ჩინოვნიკებს კარგი ურთიერთობა აქვთ. საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, ბოგდანოვმა ვალდეის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ახლო აღმოსავლეთის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები შეაფასა. „სირიის საკითხთან მიმართებაში ჩვენი დიალოგი და ერთობლივი მუშაობა გრძელდება. ეს ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამხედრო დონეზეც“, - აღნიშნა ბოგდანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჰმეიმიმის ბაზაზე, თურქ სამხედრო ჩინოვნიკებთან „ეფექტური და მოწინავე კონტაქტები“ აქვთ.



მსგავსი ინფორმაციები