რუტემ  ინდონეზიას ოფიციალური ბოდიში მოუხადა

ჰოლანდიის არმიამ 1945-49 წლებში მშვიდობიან ინდონეზიელებზე, უკიდურესი ძალადობები განახორციელა

1781128
რუტემ  ინდონეზიას ოფიციალური ბოდიში მოუხადა

ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ ბოდიში მოიხადა იმ უკიდურესი და სასტიკი ძალადობების გამო, რომელიც ჰოლანდიის არმიამ ინდონეზიელ ხალხს მიაყენა 1945-1949 წლების დამოუკიდებლობის ომების დროს. მარკ რუტემ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გულწრფელად სცნო და აღიარა მისი მთავრობის მიერ შედგენილი ისტორიული ყველა დასკვნა, რომელთა მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი ყოფილი კოლონიის, ინდონეზიის დასაბრუნებლად ნიდერლანდების არმიის მიერ ინდონეზიელების წინააღმდეგ განხორციელებული უკიდურესი და აუტანელი ძალადობა სისტემატური, გადაჭარბებული და არაეთიკური იყო.

როგორც ცნობილია, 1945 წლის ზაფხულში, წყნარ ოკეანეში მეორე მსოფლიო ომის დასრულების კვალდაკვალ, ინდონეზიამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმ დეკლარაციის შემდეგ, რომელიც რადიოში წაიკითხეს მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, სუკარნომ და მისმა მოადგილემ მუჰამედ ჰათამ. მაგრამ, ნიდერლანდების სამეფომ არ ცნო სუკარნოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ჯავასა და სუმატრას კუნძულებზე კოლონიური მმართველობის შესანარჩუნებლად ჯარები გადასხა. სწორედ ამ პერიოდში  ჩაიდინეს სამეფოს ჯარისკაცებმა ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამშვიდობო მოლაპარაკებები ნიდერლანდებსა და ინდონეზიას შორის მთელი 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ბოლოს, 1949 წლის 27 დეკემბერს, ნიდერლანდების სამეფომ ახალი სახელმწიფოს, ინდონეზიის დამოუკიდებლობა აღიარა.


საკვანძო სიტყვები: #ბოდიში , #ინდონეზია , #მარკ რუტე

მსგავსი ინფორმაციები