სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს საბაბს უკრაინაზე თავდასხმისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს საბაბს უკრაინაზე თავდასხმისთვის

1780582
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს საბაბს უკრაინაზე თავდასხმისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს საბაბს უკრაინაზე თავდასხმისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთისკენ უკან დახევისკენ.

სტოლტენბერგმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.

მან დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედროების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე და დაამატა: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. მისივე თქმით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იქნება.

„მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის.“ - თქვა სტოლტენბერგმა და დაამატა: "რუსეთს აქვს საკმარისი შესაძლებლობები უკრაინის ოკუპაციისთვის და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის საკითხზე შეშფოთებულები ვართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები და დაიწყოს დიალოგი. ჩვენ ადგილზე ვაკვირდებით ფაქტებს, ყველა ხედავს, რომ რუსეთს აქვს დიდი სამხედრო ძალა უკრაინის საზღვარზე."

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არის თავდაცვის ალიანსი და არა საფრთხე და რომ მათ გადადგეს საჭირო ნაბიჯები ყველა მოკავშირის დასაცავად. მისივე თქმით, ნატოს დიპლომატიის და დიალოგის სჯერა.



მსგავსი ინფორმაციები