რუსეთი: „ჯარები, რომლებიც დაასრულებენ წვრთნებს, დაბრუნდებიან თავიანთ ბაზებზე“
რუსეთი: „ჯარები, რომლებიც დაასრულებენ წვრთნებს, დაბრუნდებიან თავიანთ ბაზებზე“
1780561
რუსეთმა განაცხადა, რომ ყველა სამხედრო ნაწილი, რომლებმაც დაასრულებს თავიანთი მოვალეობები წვრთნების ფარგლებში, მათ შორის ბელარუსიაში, თავიანთ ბაზებზე დაბრუნდებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ პირველმა სამხედრო ნაწილმა, რომლებმაც წვრთნები დაასრულეს, სამხედრო ბაზებზე დაბრუნება დაიწყეს. კონაშენკოვის განცხადებით, ბელარუსიასა და რუსეთს შორის 17-19 თებერვალს განხორციელებულ წვრთნებში ნამდვილი საბრძოლო მასალები იქნება გამოყენებული.
ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებზე განლაგებულმა სამხედრო დანაყოფების ზოგიერთმა შემადგენლობამ მათ მუდმივ ბაზებზე დაიწყეს დაბრუნება, დასავლელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს განცხადებები არ არის სანდო.