ბრიუსელმა ნატოს თავდაცვის მინისტრებს უმასპინძლა

ბრიუსელმა ნატოს თავდაცვის მინისტრებს უმასპინძლა

1780383
ბრიუსელმა ნატოს თავდაცვის მინისტრებს უმასპინძლა

 

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა  რუსეთს მოუწოდეს ევროპული უსაფრთხოების შესახებ დიალოგის დაწყების მიზნით გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და აირჩიოს დიპლომატიის გზა. ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარე ნატოს შტაბ-ბინაში ამ ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, მინისტრების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის სამხედრო გაძლიერების მიმართ. “მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს ყველაზე ენერგიული და ეფექტური დიპლომატიური გზა, გააუქმოს გადაწყვეტილებები უკრაინის საზღვრებზე რუსი ჯარების მობილიზების შესახებ და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს ისინი უკრაინის საზღვრებიდან, რადგან რუსეთის ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ასევე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასაც, რის გამოც ნატო იძულებული გახდა გაეძლიერებინა თავისი სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.“ - აღნიშნულია ამ განცხადებაში. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საგარეო პოლიტიკაში და თავდაცვის საკითხებში აირჩიოს საკუთარი გზა. მათვე  მზადყოფნა გამოთქვეს განახლებული ევროპული უსაფრთხოების დიალოგისთვის, რომელიც ინიცირებულია ეუთოს როტაციური თავჯდომარის, პოლონეთის მიერ და ახლა ისინი რუსეთისგან პასუხს ელიან ამ ინიციატივებზე.


საკვანძო სიტყვები: #თავდაცვის მინისტრები , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები