კამერუნში ქოლერის ეპიდემიამ ისევ იჩინა თავი

დაიღუპა ათეულობით ადამიანი

1779568
კამერუნში ქოლერის ეპიდემიამ ისევ იჩინა თავი

კამერუნში ხელახლა გაჩენილი ქოლერის ეპიდემიის შედეგად ბოლო მონაცემებით 35 ადამიანი დაიღუპა. კამერუნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ქოლერის ეპიდემიის 1242 შემთხვევაა გამოვლენილი. მათივე განცხადებით, ქოლერის შემთხვევები ქვეყნის კიდევ 3 რეგიონში დაფიქსირდა რა, ამ დროისათვის ეპიდემიის შედეგად მთლიანობაში 35 ადამიანი დაიღუპა.  

კამერუნში ქოლერის ეპიდემია პირველად ქვეყნის დასავლეთ და ზღვისპირა რეგიონებში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა რა, 5 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ქოლერა , #კამერუნი

მსგავსი ინფორმაციები