კანადამ უკრაინიდან საკუთარი უსაფრთხოების ძალების ევაკუაცია განახორციელა

კანადამ უკრაინიდან საკუთარი უსაფრთხოების ძალების ევაკუაცია განახორციელა

1778146
კანადამ უკრაინიდან საკუთარი უსაფრთხოების ძალების ევაკუაცია განახორციელა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადამ, უკრაინიდან ამ ქვეყანაში პოლიციისა და სამხედრო ნაწილების მოსამზადებლად ჩაყვანილი სამხედრო პერსონალის ევაკუაცია განახორციელა.

კანადის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „კომპლექსური ოპერატიული გარემოს შედეგად, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის გაუმართლებელ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგ, კანადის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის კომპონენტები დროებით გადაადგილდებიან ევროპის სხვა ქვეყანაში. საწვრთნელი მისიისთვის ჩასული ჩვენი სამხედროების მისია არ დასრულებულა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მათი უსაფრთხოების მიზნით იქან მიღებული.“

მეორეს მხრივ, კანადურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი სამხედრო ნაწილი, რომელიც დაახლოებით 260 ჯარისკაცისგან შედგება, პოლონეთში იქნენ გადაყვანილი. იმავდროულად, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი საელჩოს დიპლომატიური ოპერაციები და პერსონალი დედაქალაქ კიევიდან პოლონეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ, ლვოვში გადაიტანა.



მსგავსი ინფორმაციები