დიბეიბე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ არჩევნებისკენ მიმავალ ყველა გზას“

დიბეიბე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ არჩევნებისკენ მიმავალ ყველა გზას“

1775780
დიბეიბე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ არჩევნებისკენ მიმავალ ყველა გზას“

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ განაცხადა, რომ ისინი არჩევნებისკენ მიმავალ ყველა გზას მხარს უჭერენ. დიბეიბემ ქვეყანაში არჩევნების მითითებულ თარიღში ჩატარების შეუძლებლობასთან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, აქილე სალიჰის ახალ პრემიერ-მინისტრის არჩევის მოწოდებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა.

„გვინდა გავაგრძელოთ კონსტიტუციური გზა. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიკერძოებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ არჩევნებამდე მიმავალ ყველა გზას. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამჟამინდელი კონსტიტუციის ფარგლებში ჯერ არჩევნები უნდა ჩატარდეს და შემდეგ რეფერენდუმი,“ განაცხადა დიბეიბემ.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის პრემიერ-მინისტრმა დიბეიბემ ადრე, სალიჰის ძალისხმევა ახალი პრემიერის არჩევისთვის,  „ქვეყნის ხელახლა გაყოფის სასოწარკვეთილ მცდელობად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადგომას არ აპირებს.

ცნობისათვის, ტობრუკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აქილე სალიჰმა გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 10 თებერვალს გამართულ სესიაზე ახალი პრემიერის არჩევაზე კენჭისყრა გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები