ტუნისში უმაღლესი სასამართლო საბჭო გაუქმდა

პრეზიდენტის განცხადებით, ეს საბჭო კორუმპირებული იყო

1775394
ტუნისში უმაღლესი სასამართლო საბჭო გაუქმდა

როგორც ცნობილია ტუნისში, გასულ წელს პრეზიდენტ კეის საიდის მიერ გამოცხადებული საგანგებო დადგენილებების შემდეგ, კრიზისი ქვეყნის პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო გაღრმავდა და დღემდე გრძელდება. უფრო მეტიც გუშინ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრ ნეკლა ბუდენ რამაზანთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან დაითხოვა უმაღლესი სასამართლო საბჭოც. “უმაღლესი სასამართლო საბჭო დავშალე, მაგრამ თვით სასამართლო ხელისუფლებას არასდროს არ შევეხები. ეს გადაწყვეტილება მივიღე ამ სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებისა და კორუფციის მოსპობის მიზნით. ქვეყანაში მრავალი დანაშაული დაუსჯელი რჩება, რადგან დამნაშავეებს მფარველობენ მმართველი პარტიების ის წევრები, რომლებმაც შეაღწიეს სასამართლო სისტემაში“, განაცხადა საიდიმ და იქვე დაამატა, რომ ახლიდან შექმნიან სამართლიან უმაღლეს სასამართლო საბჭოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება. საიდის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი რეაქციით შეხვდა აშშ-ი, გაერო და ევროკავშირი, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლო ხელისუფლებას და სასამართლო სისტემას ქვეყანაში სამართლიანად და პატივისცემით უნდა მოეპყრან.



მსგავსი ინფორმაციები