სტოლტენბერგი ერდოღანს მადლობას უხდის
სტოლტენბერგი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთ-უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მიზნით მხარდაჭერისთვის და პირადი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა. სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. მისივე განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისი განიხილეს.
„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთ-უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მიზნით აქტიური მხარდაჭერისთვის და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადავუხადე,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგისთვის მზად არიან.
მსგავსი ინფორმაციები

ქაბულში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ქაბულში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა