ვატიკანს თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს
ვატიკანს თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს
1772747

კათოლიკეების სულიერმა წინამძღოლმა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურმა, პაპმა ფრანცისკემ, თურქეთში ვატიკანის ელჩად (ნუნციო - პაპის წარმომადგენელი) პოლონელი მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი დანიშნა.
ვატიკანის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სოლჩინსკი, რომელიც ბოლო 5 წელია ტანზანიაში მოღვაწეობდა, რომის პაპმა თურქეთში ელჩად დანიშნა.
სოლჩინსკი (60), 2011-2017 წლებში იყო ვატიკანის ელჩი საქართველოში და აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და სომხეთში.